საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია USAID-თან თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადადის

11 მაისი 2016

10 მაისს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი, ადვოკატთა ასოციაციის საერთაშორისო მდივანი დავით ასათიანი და საგანმანათლებლო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი საქართველოში USAID- ის მისიის დირექტორს დუგლას ბოლის შეხვდნენ.

 

შეხვედრაზე იმსჯელეს ადვოკატის როლის გაძლიერებაზე ხარისხიანი მართლმსაჯულების უზრუნველყოფის პროცესში, ადვოკატის პროფესიის და სტაჟირების სრულყოფის და განვითარების საკითხებზე, ორმხრივი თანამშრომლობის სტრატეგიულ მიმართულებებზე და ადვოკატთა უმაღლესი სკოლის შექმნის საჭიროებაზე.

 

ბატონმა ბოლიმ აღნიშნა, რომ საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია USAID-ის დიდი ხნის სტრატეგიული პარტნიორია და თვალსაჩინოა, ადვოკატთა ასოციაციის გაძლიერება და ინსტიტუციონალური განვითარდება, რაც კარგი წინაპირობაა USAID-ს მხრიდან  ადვოკატთა კორპუსის კიდევ უფრო მხარდაჭერის.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი